The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბიძინა ავალიშვილი

ბიძინა ავალიშვილი
Date of birth:30 September, 1922
Date of death:2002  (at 79 years)
Category:Sculptor, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1947 წელს.

მან შექმნა ქართული კულტურის მოღვაწეთა, უმეტესად მწერალთა შემოქმედებითი პორტრეტები.  მოქანდაკეთაგან პირველმა გამოიყენა ხე სკულპტურული პორტრეტისათვის. მისი ძირითადი ნამუშევრებია: ალექსანდრე ყაზბეგი (1947, ხე), ვაჟა–ფშაველა (1948, ქვა), ვაჟა–ფშაველა (1955, ქვა, ქართული ლიტერატურის მუზეუმი), ვაჟა–ფშაველა(1987, ბრინჯაო, ჩარგალი), გალაკტიონი (1953, ხე, ქართული ლიტერატურის მუზეუმი), გალაკტიონი (1968, ბრინჯაო, მთაწმინდის პანთეონი), გალაკტიონი (1982, ბრინჯაო, სოფ. ჭყვიში), ფიროსმანი (1962–1963, ბრინჯაო, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), მირზა გელოვანი (1963, მარმარილო, თიანეთი), გიორგი ლეონიძე (1974, ხე, სოფ. პატარძეული), აკაკი შანიძე (1979, ბრინჯაო, საქართველოს სურათების გალერეა), ტიციან ტაბიძე (1982, ბაზალტი, ქ. ვანი), ილია ჭავჭავაძე (1987, ქვა, საგურამო), ლადო ასათიანი (1987, ბრინჯაო, ცაგერი), აკაკი წერეთლისა (1992, ბრინჯაო) და ექვთიმე თაყაიშვილის (1993, ბრინჯაო) მონუმენტები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.59; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.146

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1962 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: