Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლერი ბარნაბიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს. 1992-2000წწ. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამსახური, სხვადასხვა თანამდებობებზე; 2000-2003წწ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, სხვადასხვა თანამდებობებზე; 2003-2004წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის აღმოსავლეთის სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი; 2004 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ოპერატიულ-ანალიტიკური სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი; ამავე წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი; 2004-2005წწ. მეოთხე განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი; 2005-2007წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს გამომძიებელი; 2007 წელს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2007-2008წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2008-2009წწ. მესამე სამმართველოს უფროსი; 2009-2013წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსი; 2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2013-2015წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; 2015-2020წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2020-2021წწ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი; 2021-2024წწ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 05.03.2024 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: mof.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |