The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ადვაძე

დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:2016  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1950 წელს.

მონაწილეობდა II მმსოფლიო ომში. 1950–1960 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას დონის როსტოვის სამხატვრო სასწავლებელში. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1951 წლიდან. ძირითადი ნამუშევრებია: "დონის მეთევზეები"(1956, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, დონის როსტოვი), "პუშკინი კავკასიაში" (1957, ა. პუშკინის სახლ–მუზეუმი, სანკტ–პეტერბურგი), "ჩემი ქალაქი" (1973, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი). სერიები "ძველი თბილისი", "მესხეთი" (ორივე 1968–1980 წლები) და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.52; tsitelikvadrati.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: