The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაბო ავალიშვილი-ხერხეულიძე

ბაბო ავალიშვილი-ხერხეულიძე
Legal name:ბარბალე ხერხეულიძე
Date of birth:3 August, 1851
Date of death:6 December, 1900  (at 49 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა წმინდა ნინოს სასწავლებელი თბილისში. ამავე წლიდან გამოდიოდა სცენისმოყვარეთა შინაურ და საჯარო წარმოდგენებში. 1880 წლიდან პერიოდულად მონაწილეობდა ქართული პროფესიული თეატრის სპექტაკლებში, როგორც სცენისმოყვარე. 1881 წელს კი პროფესიონალ მსახიობად ჩაირიცხა და თითქმის სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. თამაშობდა მთავარ  დრამატულ როლებს. დასაბამი მისცა ქართულ სცენაზე  დრამის დამკვიდრებას. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: თამარი(კ. მესხის "თამარ ბატონისვილი"), ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), მარინე(ვ. გუნიას "და–ძმა"), ჰენრიეტა(ა. დენერის "ორი ობოლი"), ოფელია(უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ივდითი(კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), მარგარიტა გოტიე(ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ამალია(ფ. შილერის "ყაჩაღები"), მაგდა(გ. ზუდერმანის "მამულ–დედული") და სხვა დრამატული როლები. იყო ლ. მესხისვილის, კ. ყიფიანის, კ. მესხის, ვ. აბაშიძის, მ. საფაროვას, ნ. გაბუნიას პარტნიორი. ქართული სცენის დიდი მოამაგე, ტრაგიკული და დრამატული როლების პირველი შემსრულებელი განახლებულ ქართულ პროფესიულ თეატრში(1879). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.61; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.127


Share: