Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავგაროზ ბანდაისძე![]()
Biographyავგაროზ ბანდაისძე იყო XIV საუკუნის ქართველი მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი. მოღვაწეობდა ქსნის ერისთავების კარზე. გადაუწერია ლარგვისის მონასტრიდან ჩამოტანილი პარაკლიტონი–კრებული, რომელიც შეიცავს კვირის ყოველი დღისათვის განკუთვნილ საეკლესიო საგალობლებს. ნაწერი ნუსხურია, გადაწერილია ლამაზად, გამოცდილი და დამაჯერებელი ხელით, ყავისფერი მელნით, ერთ სვეტად ტექსტშივე ჩართული სინგურით გამოყვანილი მთავრული ასოებით. მასვე შეუსრულებია კამარები და მახარებელთა სურათები ქსნის ერისთავის ვირშელისათვის გიორგი თაბაურის მიერ გადაწერილ სახარებაში. ავგაროზ ბანდაისძის შედგენილი უნდა იყოს ქსნის საერისთაოს ცნობილი მატიანე "ძეგლი ერისთავთა". შოთა მესხიას მოსაზრებით, მარი ბროსეს არქივში აღმოჩენილი ორიგინალი ავგაროზ ბანდაისძის დაწერილია, მისივე შესრულებულია ვირშელ III–ის პორტრეტი ამ ხელნაწერში. ბანდას(ბანდაის ძეთა) გვარი ეტყობა ქსნის საერისთაოში კულტურის მოღვაწეთა დინასტიას წარმოადგენდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.62
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |