შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ დარეჯანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყორაღანი, კახის რაიონი(აზერბაიჯანი). დაამთავრა ნიკიტის (დაბა ყირიმში, იალტის მახლობლად) მებაღეობა–მევენახეობის სასწავლებლის მეღვინეობის უმაღლესი პრაქტიკული კურსები 1880 წელს. 1880-1882წწ. მუშაობდა სიმფეროპოლსა და 1882-1886წწ. მუხრანში უფროს მებაღედ; შემდეგ სოფელ საცხენისის (თელავის მაზრა) და ახალციხის სკოლებში, სადაც ხელმძღვანელობდა სასოფლო–სამეურნეო განყოფილებებს და სკოლების სასწავლო მეურნეობებს; 1890-1896წწ. იყო ნაფარეულის საუფლისწულო მამულში ჩაის პლანტაციის უფროსი მებაღე; ექსპერიმენტებს ატარებდა საქართველოში ახალი გაუმჯობესებული სასოფლო–სამეურნეო კულტურების გასავრცელებლად; ერთ–ერთი პირველი ქართველი (ინგილო) აგრონომი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.322
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |