The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ჯაველიძე

რევაზ ჯაველიძე
Date of birth:21 October, 1975  (48 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ლუისის და კლარკის კოლეჯი  (ქ. პორტლენდი, აშშ) 1998 წელს; ტეხასის უნუვერსიტეტის (ქ. ოსტონი, აშშ) იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს.

1995-1996წწ. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის საერთაშორისო განყოფილების პროექტების მენეჯერი; 1998-1999წწ. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის იურისტი; 2000-2003წწ. საერთაშორისო იურიდიული ფირმის "ბეიკერ ენდ მაქქენზი სი-აი-ეს ლიმიტედ" (ქ. ბაქო, ქ. მოსკოვი) იურისტი; 2004 წელს საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატის მრჩეველი; 2004-2006წწ. ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოში", მთავარი იურისტი/გენერალური დირექტორის მოადგილე; 2004-2006წწ. სს "გაერთიანებული ტელეკომის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2006 წელს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "ბუზ ალენ ჰამილტონის" კონსულტანტი;  2006-2007წწ. სატელეკომუნიკაციო კომპანია სს "ტელენეტის" იურიდიულ და კორპორატიულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი/მთავარი იურისტი; 2007-2008წწ. უსადენო ინტერნეტ კომპანია შპს "ვიტელ ჯორჯიას" (ბრენდი "მაქსიმალი") გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2009-2010წწ. შპს "თბილავიამშენის" ბიზნესის განვითარების დირექტორი; 2010-2014წწ. ბრიტანული კომპანიების ჯგუფის "ტეტის პეტროლიუმ ლიმიტედის" იურიდიული მენეჯერი (დუბაი, არაბთაგაერთიანებული საემიროები); 2015-2017წწ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე/მინისტრის პირველი მოადგილე; 2018-2021წწ. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "ზრდა" პროექტის ახალგაზრდული პროგრამის ხელმძღვანელი; 2021 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, 2021 წლის დეკემბრიდან საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; 2022-2024წწ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.


Share: