შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ლენინგრადის სანიტარულ–ჰიგიენური სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1974წწ. მუშაობდა მოსკოვის მე–20 სამშობიარო სახლის ექიმ მეან–გინეკოლოგად; 1974–1988წწ. იყო მოსკოვის საოლქო მეანობა და გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988 წლიდან აკად. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 2004 წლიდან ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. არის 67 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ფლობს 3 საავტორო მოწმობის მფლობელი. კვლევის თემა: გენიტალური პროლაქსების ეტიოპათოგენეზური მექანიზმები და მათი მრავალკომპონენტიანი ქირურგიული კორექცია. ექიმი-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ასპირაციულ–გამორეცხვითი დრენირება მძიმე გინეკოლოგიური ავადმყოფების ქირურგიული მკურნალობის კომპლექსში", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქალის შიდა სასქესო ორგანოების პროლაფსის ეთიო-პათოგენური მექანიზმები და მათი მრავალკომპონენტიანი ქირურგიული კორექცია", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.133; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.330
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |