შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ შულავრელი![]()
ბიოგრაფიაავთანდილ შულავრელი იყო XVIII საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი. ააშენა ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი სოფელ წესთან. მისი სახელი მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში: "ამისი ოსტატი შულავრელი ავთანდილ, ვინც ნახოთ, შენდობა ბძანეთ". მეორე წარწერის მიხედვით, ძეგლი 1753 წელს აუგიათ. ავთანდილ შულავრელი, როგორც ჩანს, აღმოსავლეთ საქართველოდან იყო. მას რაჭის ერისთავის როსტომის ბრძანებით აუგია ტაძარი, რომელიც ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნიმუშია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.63
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |