Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბეგლარ აკობია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი. 1930 წელს თავის მეუღლესთან, ჩონგურზე დაკვრის ცნობილ ოსტატთან ქიონია ბარამიასთან ერთად(კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის მხარდაჭერით) ზუგდიდში ჩამოაყალიბა მეჩონგურეთა ანსამბლი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა. ანსამბლმა დიდი როლი ითამაშა იმ დროისათვის მივიწყებული ქართული ხალხური საკრავის–ჩონგურის აღდგენა–პოპულარიზაციაში. მისი რეპერტუარი მოიცავდა 140–მდე ხალხურ(ძირითადად მეგრულ, სვანურ, გურულ და აფხაზურ სიმღერებს–"ჩელა", "დიდა ვოი, ნანა", "ზარი", "სიმღერა უტუ მიქავაზე", "სახუმარო პაპაში" და სხვ.) ბეგლარ აკობიამ არაერთი ხალხური სიმღერა გააცოცხლა. ანსამბლთან ერთად შემოიარა საქართველოს თითქმის ყველა რაიონი და სოფელი, გასტროლები გამართა სომხეთშიც(ეერევანი, გიუმრი). იყო მრავალი ოლიმპიადის მონაწილე. დიდია მისი დამსახურება ქართული ხალხური სიმღერების დახვეწის, მათი სწორი ინტონირების, შესრულების მხრივ. ფოლკლორის ცნობილი მკვლევარები და ისტორიკოს–ეთნოგრაფები(კ. ფოცხვერაშვილი, გ. ჩხიკვაძე, ს. ჯანაშია, გ. ჩიტაია) მაღალ შეფასებას აძლევდნენ ბეგლარ აკობიას მოღვაწეობას და მის ანსამბლს. ხალხური სიმღერების მომღერალი, ლოტბარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.82; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.95
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |