The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი დარსაველიძე

გიორგი დარსაველიძე
Date of birth:6 May, 1939  (85 years)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, სპეციალობით ფიზიკა და  წარმოების საფუძვლები 1963 წელს.

1963-1964წწ. იყო თბილისის მე-60 საშუალო სკოლის მასწავლებელი; 1965-1968წწ. მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1968-1972წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972-1989წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-2005წწ. ნახევარგამტარი მასალების ლაბორატორიის გამგე; 2005-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2005-2008წწ. ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2010წწ. ნახევარგამტარი მასალებისა და ფერადი ლითონების ლაბორატორიის გამგე; 2007-2010წწ. სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (შეთავსებით); 2010-2012წწ. ამავე ინსტიტუტის თერმოელექტრული ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობისა და ხელსაწყოთმშენებლობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2001-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; 2006-2017წწ. სრული პროფესორი; 2012 წლიდან სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის,  ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 175 სამეცნიერო პუბლიკაცია. მისი კვლევის თემაა: სტრუქტურული დეფექტები და შინაგანი ხახუნი ბორსა და მის ფუძეზე არსებულ მასალებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2001).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.328; სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი: sipt.org.geსაქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.20-21


Share: