შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო ათანელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სამრეკლო, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1989 წელს. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში(1984–1989) კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სცენაზე შეასრულა ალეკოს(ს. რახმანინოვის "ალეკო"), ფიორელოს(ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი"), ბელ–კორეს(გ. დონიცეტის "სიყვარულის ნექტარი"), ჟერმონის(ჯ. ვერდის "ტრავიატა") პარტიები. 1988 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის სტაჟიორია, 1989 წლიდან კი სოლისტი. დებიუტი–რენატოს პარტია(ჯ. ვერდის "ბალ–მასკარადი"). ამ თეატრის სცენაზე წარმატებით შეასრულა ჟერმონისა და მონტანოს(ჯ. ვერდის "ტრავიატა" და "ოტელო"), ფიგაროს(ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი"), მურმანის(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი") პარტიები. რეპერტუარში აქვს აგრეთვე სხვადასხვა პარტიები ჯუზეპე ვერდისა და სხვა იტალიელი კომპოზიტორების ოპერებიდან, აგრეთვე პ. ჩაიკოვსკის, ს. პროკოფიევის, ს. რახმანინოვის, ფ. შუბერტის, რ. შუმანის, ი. ბრამსის, მ. რაველისა და თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა კამერული და ვოკალური ლირიკის ნიმუშები. ბარიტონი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.74 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |