Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ კალანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1950–1951წწ. იყო უბნის ექიმ–ორდინატორი; 1951–1952წწ. თბილისის ტუბ. საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1953–1971წწ. მოსკოვის ტუპერკულოზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972–1994წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფტიზიატრიისა და ფილტვის ქირურგიის კათედრის გამგე; 1994 წლიდან ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის ერთი რაციონალური წინადადება, ერთი გამოგონება, ოთხი მეთოდური რეკომენდაცია; არის განცალკევებული ბრონქოსპირომეტრიის ორიგინალური მეთოდიკის ავტორი, თორაკო-ქირურგიული ინსტრუმენტის, "ზვიგენის" გამომგონებელი; დანერგა ფილტვების ერთმომენტიანი ორმხრივი რეზექცია ტუბერკულოზის დროს; პროფესორ ლამარა ვაშაკიძის მეუღლე და პოლიტიკოს ნინო კალანდაძის მამა. პულმონოლოგი–ფტიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "განცალკევებული ბრონქოსპირომეტრია ფილტვის ტუპერკულოზისა და ემპიემის ქირურგიულ მკურნალობაში", დაიცვა 1962 წელს მოსკოვში; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რეზექციები ფილტვის ორმხრივი ტუპერკულოზის დროს", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.136; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 489; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.78 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |