The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ კალანდაძე

ზურაბ კალანდაძე
Date of birth:21 November, 1923
Date of death:31 October, 2003  (at 79 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1950–1951წწ. იყო უბნის ექიმ–ორდინატორი; 1951–1952წწ. თბილისის ტუბ. საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1953–1971წწ. მოსკოვის ტუპერკულოზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972–1994წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფტიზიატრიისა და ფილტვის ქირურგიის კათედრის გამგე; 1994 წლიდან ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის ერთი რაციონალური წინადადება, ერთი გამოგონება, ოთხი მეთოდური რეკომენდაცია; არის განცალკევებული ბრონქოსპირომეტრიის ორიგინალური მეთოდიკის ავტორი, თორაკო-ქირურგიული ინსტრუმენტის, "ზვიგენის" გამომგონებელი; დანერ­გა ფილტვების ერთმომენტიანი ორმხრივი რეზექცია ტუბერკულოზის დროს; პულმონოლოგი–ფტიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "განცალკევებული  ბრონქოსპირომეტრია ფილტვის ტუპერკულოზისა და ემპიემის ქირურგიულ მკურნალობაში", დაიცვა 1962 წელს მოსკოვში; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რეზექციები ფილტვის ორმხრივი ტუპერკულოზის დროს", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.136; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 489; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.78

Member of Organizations

  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, წევრი
  • საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის ასოციაცია, დამფუძნებელი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა - განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: