შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფირან კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ქობულეთი. დაამთავრა ვორონეჟის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1978–1982წწ. იყო თათრეთის ასსრ მამადიშის რაიონის კამის საუბნო საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1982–1984წწ. ყაზანის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1984–1989წწ. ქობულეთის რაისაავადმყოფოს ექიმი–უროლოგი; 1990–1993წწ. თბილისის ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. 1993–1997წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის უროლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1997 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი. ავტორია 5 სამეცნიერო სტატიის. 1998 წლის მარტ–ივნისში იმყოფებოდა ისრაელის (ქ. ჰადერაში) წამყვან უროლოგიურ კლინიკაში სტაჟირებაზე. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შარდსაწვეთების სტენტების გამოყენება ობსტრუქციული უროპათიების დროს", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.137 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |