The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე კალანტაროვი

ალექსანდრე კალანტაროვი
Date of birth:5 September, 1964  (59 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1989წწ. გაირა კლინიკური ორდინატურის კურსი ქირურგიაში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1987–1991წწ. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1991–1995წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიაში; 1992–1998წწ. თბილისის N5 ს.პ.გ–ში; 1995 წლიდან მუშაობს ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში; 1989-1998წწ. რეკონსტრუქციულ-პლასტიკური მიკროქირურგიის კათედრის ასისტენტად და თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოში რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ქირურგის თანამდებობაზე;
2000-2001წწ. მუშაობდა თურქეთში, სამედიცინო ცენტრში "სანკო" პლასტიკური ქირურგის თანამადებობაზე;
1999 წლიდან დღემდე მუშაობს პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის კლინიკის "კარაპს მედლაინი" განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მის მიერ წარმატებით არის შესრულებული მრავალი ურთულესი რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაცია, მათ შორის დამწვრობის შემდგომი დეფორმაციების და თანდაყოლილი პათოლოგიების რეკონსტრუქციები. არის 46 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი გამოგონების ავტორი. რეკონტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002)

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.137; plasticsurgery.ge


Share: