Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე I (იმერეთის მეფე)![]()
Biographyალექსანდრე I იყო იმერეთის მეფე 1387–1389 წლებში. დავით ნარინის ჩამომომავალი, იმერეთის ერისთავის ბაგრატ I-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1372 წელს საქართველოს მეფე ბაგრატ V დიდმა ერისთავად დანიშნა. რეზიდენცია ალექსანდრე I-ს შორაპანში ჰქონდა. 1387 წელს, როდესაც თემურ-ლენგმა ბაგრატ V დაატყვევა, ალექსანდრე I-მა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი. ბაგრატ V-ისა და მისი მემკვიდრის–გიორგის ერთგულნი დარჩნენ ოდიშის, ცხუმისა და სვანეთის ერისთავები, აგრეთვე გურიელი. ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთი კვლავ საერისთავო გახდა. მისი ასული თამარი ცოლად ჰყავდა საქართველოს მეფეს ალექსანდრე I დიდს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.98
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |