The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)

ალექსანდრე II
Date of birth:14??
Date of death:1510
Category:Nobleman, Royalty

Biography

ალექსანდრე II იყო იმერეთის მეფე 1484–1510 წლებში. ბაგრატ IV–ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1478 წელს მან ვერ შეძლო იმერეთში გამეფება ოპოზიციურად განწყობილი მთავრების(შარვაშიძე, დადიანი, გურიელი, გელოვანი) წინააღმდეგობის გამო. ამით ისარგებლა ქართლის მეფემ კონსტანტინე II-მ(1479–1505) და ხელთ იგდო იმერეთის ტახტი. 1484 წელს ალექსანდრე II-მ შეძლო მცირე ხნით დაუფლებოდა მამისეულ ტახტს, მაგრამ ქართლის მეფე ლიხთ-იმერეთს არ თმობდა. მხოლოდ 1488 წელს სძლია ალექსანდრე II-მ საბოლოოდ კონსტანტინეს და დადიან-გურიელიც შემოირიგა, შემდეგ კი თვითონ დაიწყო ბრძოლა ქართლის შემოსაერთებლად. 1509 წელს აიღო გორი და ჩრდილოეთ-დასავლეთ ქართლში გაბატონდა, მაგრამ ქართლ-იმერეთის გაერთიანების გეგმა განუხორციელებელი დარჩა. ოსმალთა შემოსევამ აიძულა იგი ქართლისათვის თავი მიენებებინა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.98


Share: