შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე II იყო იმერეთის მეფე 1484–1510 წლებში. ბაგრატ IV–ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1478 წელს მან ვერ შეძლო იმერეთში გამეფება ოპოზიციურად განწყობილი მთავრების(შარვაშიძე, დადიანი, გურიელი, გელოვანი) წინააღმდეგობის გამო. ამით ისარგებლა ქართლის მეფემ კონსტანტინე II-მ(1479–1505) და ხელთ იგდო იმერეთის ტახტი. 1484 წელს ალექსანდრე II-მ შეძლო მცირე ხნით დაუფლებოდა მამისეულ ტახტს, მაგრამ ქართლის მეფე ლიხთ-იმერეთს არ თმობდა. მხოლოდ 1488 წელს სძლია ალექსანდრე II-მ საბოლოოდ კონსტანტინეს და დადიან-გურიელიც შემოირიგა, შემდეგ კი თვითონ დაიწყო ბრძოლა ქართლის შემოსაერთებლად. 1509 წელს აიღო გორი და ჩრდილოეთ-დასავლეთ ქართლში გაბატონდა, მაგრამ ქართლ-იმერეთის გაერთიანების გეგმა განუხორციელებელი დარჩა. ოსმალთა შემოსევამ აიძულა იგი ქართლისათვის თავი მიენებებინა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.98
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |