The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე III (იმერეთის მეფე)

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1660
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ალექსანდრე III იყო იმერეთის მეფე 1639-1660 წლებში. გიორგი III-ის უფროსი შვილი. ებრძოდა გაძლიერებულ ფეოდალურ ანარქიას. მხარს უჭერდა თავის სიმამრს თეიმურაზ I-ს(ცოლად ჰყავდა თეიმურაზის ქალიშვილი დარეჯანი, ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი) ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თეიმურაზის გავლენით ურთიერთობა დაამყარა მოსკოვის სახელმწიფოსთან და რამდენიმეჯერ(1649, 1651, 1656) გაგზავნა ელჩები. 1651 წლის 9 ოქტომბერს ხელი მოაწერა მოსკოვის ხელმწიფის ერთგულების ფიცის წიგნს. ალექსანდრე III ოცი წლის მანძილზე ებრძოდა ოდიშის მთავარ ლევან II დადიანს. 1657 წელს კი, როდესაც ლევან II გარდაიცვალა, გაილაშქრა ოდიშზე, გადააყენა ლიპარიტ დადიანი და მთავრად თავისი ერთგული კაცი ვამეყ III დადიანი დანიშნა(1658), გურიის მთავრადაც თავისი მომხრე დემეტრე სიმონის ძე დასვა. ამით ორივე სამთავრო დაიმორჩილა და შეძლო დროებით განემტკიცებინა იმერეთის საშინაო მდგომარეობა. მისი გარდაცვალების შემდეგ დასავლეთ საქართველო კვლავ ფეოდალურმა ანარქია მოიცვა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.99


გააზიარე: