The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალავერდი-ხანი

ალავერდი-ხანი
Legal name:უნდილაძე
Date of birth:15??
Date of death:24 May, 1614
Category:Nobleman, Military Person

Biography

ალავერდი-ხანი იყო ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე. გამაჰმადიანებული ქართველი(საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშვობაში), გვარად უნდილაძე. ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი(მეფის მცველთა რაზმების უფროსი), ფარსის ოლქის ბეგლარბეგი, აბას I-ის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი, როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში(1603—1612). ისპაჰანში ააშენა ხიდი მდინარე ზენდერუდზე, რომელსაც დღესაც მისი სახელი ჰქვია. აბას I-ის ბრძანებით ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს ქალაქ მეშჰედში. ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული–ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ–ხანმა განჯა–ყარაბაღისა. ერთ-ერთი ვერსიით, ალავერდი-ხან უნდილაძე შაჰის ბრძანებით მოკლეს, რადგან ფაქტობრივად იგი შაჰზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა. პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.88


Share: