Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვენერა აკოფიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1918 წლიდან მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში თბილისის სახალხო სახლში. 1922 წლიდან დაიწყო პროფესიული მოღვაწეობა. 1922–1923 წლებში სწავლობდა თბილისის პროლეტკულტის დრამატულ სტუდიაში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის სომხური დრამატული სტუდია, იმავე წელსვე გადავიდა გ. სუნდუკიანის სახელობის თეატრის დასში(ერევანი). 1925 წლიდან მუშაობდა ქალაქ გიუმრის თეატრში, ვ. ფაფაზიანის საგასტროლო დასში, თბილისის მოზარდ მაყურებელთა სომხურ თეატრში. 1933 წლიდან კი–თბილისის სომხურ დრამატულ თეატრში. ვენერა აკოფიანს შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ქაბატო(ა. ცაგარელის "ხანუმა"), ბიანკა და ემილია(უ. შექსპირის "ოტელო"), ისახარი(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), რიფსიმე(ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), აგაფია ტიხონოვნა(ნ. გოგოლის "ქორწინება"), მარგარიტი(გ. სუნდუკიანის "პეპო") და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.83 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |