შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბარამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1983 წელს; იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს. 1986-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1994წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტი; 2002-2012წწ. იურიდიული კომპანია "პროცესი"; 2003 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; 2004 წელს ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი ინიციატივის პროგრამა; 2004-2012წწ. კს "ანდრონიკაშვილი და პარტნიორები", ადვოკატი-პარტნიორი; 2004-2005წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ლექტორი; 2005 წლიდან მიჰყავს მედიასამართლის კურსი ჟურნალისტიკის განყოფილებისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის; 2007-2012წწ. ამერიკის იურისტთა ასოციაცია, სერტიფიცირებული ტრენერი; 2008 წლიდან კავკასიის მედიის სკოლა, ასისტენტ-პროფესორი; 2010-2012წწ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი; 2011 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი; 2012-2018 წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე. წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი: justice.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |