The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეონ ალავერდიანი

Date of birth:19 March, 1887
Date of death:11 January, 1963  (at 75 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1904 წლიდან თბილისში ავლაბრის თეატრსა და ავჭალის აუდიტორიაში. 1909 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სომხური დრამატული საზოგადოების დასში. 1924–1934 წლებში იყო ბაქოს სახელმწიფო თეატრის, 1932–1963 წლებში კი თბილისის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბარხუდარი(ა. შირვანზადეს "ნამუსი"), ზიმზიმოვი, ბრილიანტოვი(გ. სუნდუკიანის "პეპო", "კიდევ ერთი მსხვერპლი"), დუდუკინი(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), მირზა(ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ონისე(მ. მრევლიშვილის "ზვავი"), სულეიმანი, ანანია(ა. სუმბათაშვილ–იუჟინის "ღალატი") და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.87

Awards and Honors

  • 1951 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: