The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე V (იმერეთის მეფე)

Date of birth:1703
Date of death:March, 1752  (at 49 years)
Category:Nobleman, Royalty

Biography

ალექსანდრე V (დაიბადა დაახლოებით 1703/1704 წლებში) იყო იმერეთის მეფე 1720–1741, 1741–1746,1729–1752 წლებში. ალექსანდრე V–ის მეფობისათვის დამახასიათებელი იყო განუწყვეტელი შინაფეოდალური ომები და ოსმალთა აგრესიის გაძლიერება. მეფის ცენტრალური ხელისუფლება დასუსტებული იყო. მის დროს გაძლიერდა ოსმალეთის აგრესია. მეფის ხელისუფლება დასუსტებული იყო გამუდმებული შინაფეოდალური ომებით. 1721–1728 წლებში სამეფოს ფაქტობრივად ოდიშის მთავარი ბეჟან I დადიანი განაგებდა. 1734 წელს ალექსანდრე V-მ ჩიხორის ბრძოლაში დაამარცხა ოტია დადიანი და მეფე-მთავრებს შორის დროებით მშვიდობა ჩამოვარდა. ალექსანდრე V რუსეთთან დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდას 1720–1730 წლებში ამ მხრივ შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, 1735–1739 წლებში რუსების მიერ აზოვის აღების შემდეგ(1736 წლის 16 ივნისი), გაუჩნდათ ალექსანდრე V-სა და მის მომხრეებს დახმარების იმედი. 1738 წელს ალექსანდრე V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი. ელჩმა იმპერატორს დასავლეთ საქართველოს რუკა წარუდგინა, ქვეყნის ოსმალებისაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო და მფარველობა სთხოვა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-ოსმალეთის ბელგრადის ზავის საზავო ხელშეკრულებამ(1739). სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდალური ომი. 1741 წელს ალექსანდრე V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა გიორგი გაამეფეს, მაგრამ ალექსანდრე V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1743 წელს მან ზავი დადო დადიანთან და სამეფოში მცირე ხნით მშვიდობა ჩამოვარდა. 1746 წელს ალექსანდრე V ტახტიდან გადააყენა მისმა ძმამ–მამუკამ. 1747 წელს თურქეთის დახმარებით ალექსანდრე V-მ ისევ დაიბრუნა მეფობა, მაგრამ სამეფოში საერთო არეულობა სუფევდა. ასეთ რთულ სიტუაციაში და სართო არეულობაში გარდაიცვალა. ალექსანდრე V-მ ააშენა ჩხარის წმ. გიორგის მონასტერი(1737) და ვარციხის სამეფო სასახლე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.99


Share: