The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბაქარის ძე

ალექსანდრე ბაქარის ძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1723
გარდაცვ. თარიღი:1791  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი(დაიბადა დაახლოებით1723/1728 წლებში) იყო ქართლის სამეფო ტახტის პრეტენდენტი, ვახტანგ VI-ის შვილიშვილი, დაიბადა რუსეთში, იქვე მიიღო განათლება. ატარებდა გრუზინსკის გვარს, იყო გვარდიის ოფიცერი. ალექსანდრე ქართლის ტახტის მემკვიდრედ  თვლიდა თავს და ვერ ურიგდებოდა ქართლში თეიმურაზ II-ის, შემდეგ ერეკლე II-ის, მეფობას, ამიტომ ბაქარის გარდაცვალებისთანავე, 1750 წელს დაიწყო ბრძოლა ქართლის სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად. 1763 წლიდან ფარულად ემზადებოდა საქართველოში წამოსასვლელად, მაგრამ სამშობლოში უნებართვოდ წამოსვლა ვერ მოახერხა. 1766 წელს  ეკატერინე II-ის ბრძანებით სამხედრო წოდება ჩამოართვეს და სამშობლოში გამგზავრების ნება დართეს. 1767 წელს ალექსანდრე შირაზში ქერიმ-ხანთან მივიდა და დახმარება სთხოვა. ხანგრძლივი უნაყოფო ლოდინის შემდეგ იგი სოლომონ I-ის მიწვევით იმერეთში ჩავიდა და 1779 წელს, როდესაც ერეკლე ერევანში იყო სალაშქროდ, ქალაქში აჯანყების მოწყობა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 1782  წელს ალექსანდრე ამილახვართან ერთად ფათალი-ხანთან გადავიდა დაღესტანში. ერეკლე II-ის თხოვნით რუსეთის მთავრობამ 1783 წელს ალექსანდრე შეიპყრო, მკაცრი პოლიციური ზედამხედველობა დაუწესა და გადაასახლა სმოლენსკში, სადაც პატიმრობაში გარდაიცვალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.100


გააზიარე: