შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ლუარსაბის ძე![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე ლუარსაბის ძე ბაგრატიონი იყო ქართველი სამხედრო მოღვაწე, ვახტანგ V-ის ძის, ლუარსაბის შვილი. მსახურობდა ირანში, იყო შაჰის კარზე მყოფი ქართლის მეფის გიორგი XI-ის ნაცვალი ქირმანში, შემდეგ ავღანეთში. მეთაურობდა ავღანეთისა და ქირმანის ჯარების ქართულ რაზმებს(დაახლოებით 2 ათასი კაცი). ებრძოდა სპარსელთა წინააღმდეგ მირ ვაისის მეთაურობით აჯანყებულ ავღანელ და ბელუჯ ტომებს, დაიღუპა ყანდაართან ბრძოლაში. ქართული და უცხოური წყაროები მას ახასიათებენ როგორც მამაც მებრძოლსა და ნიჭიერ სარდალს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.100
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |