Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ დაუშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის რკინიგზის სატრანსპორტო ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი 1947 წელს. 1948-1959წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის სატრანსპორტო ინჟინერთა ინსტიტუტში; 1959-1964წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში, გვირაბებისა და მეტროპოლიტენების კათედრაზე; 1964 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ამავე კათედრას; მან შექმნა სხვადასხვა დანიშნულების გვირაბების ჰიდროიზოლაციის ახალი ხერხები და კონსტუქციები; მან პირველმა ჩამოაყალიბა გვირაბების მუდმივი სამაგრის გაანგარიშების მატრიცული ხერხი; მისი შრომები გამოქვეყნებულია პოლონეთში, უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ინჟინერი მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1973). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.336; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.56 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |