Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ბატონიშვილი![]()
Biographyალექსანდრე ბატონიშვილი(ბაგრატიონი) (დაიბადა დაახლოებით 1760 წელს) იყო იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ერთადერთი ძე. დედამისი მარიამი იყო ოტია დადიანის ასული. სოლომონ I-მა აღსაზრდელად მიაბარა თავის ერთგულ თავად გიორგი წულუკიძეს. ალექსანდრე ბატონიშვილი გადაიბირეს მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადებმა. მონაწილეობდა 1778 წლის თავადთა შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო სოლომონ I-ის გადაყენება და ალექსანდრე ბატონიშვილის გამეფება. შეთქმულება მარცხით დამთავრდა. მეფემ შეთქმულები დასაჯა. ალექსანდრე ბატონიშვილი კი გაეყარა შეთქმულების მონაწილე გიორგი აბაშიძის ქალს და წულუკიძის ქალი შეირთო. ადრე ალექსანდრეს უკანონოდ ჰყავდა მიტოვებული ერეკლე II-ის ძის გიორგის ასული. უკანონო ქორწინების გამო ეკლესიამ შეაჩვენა ალექსანდრე ბატონიშვილი და აკრძალა მისი პატივით დაკრძალვა. ჰყავდა უკანონო შვილი გიორგი(გიორგი ბატონიშვილი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.100
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |