შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე ბატონიშვილი(ბაგრატიონი) (დაიბადა დაახლოებით 1760 წელს) იყო იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ერთადერთი ძე. დედამისი მარიამი იყო ოტია დადიანის ასული. სოლომონ I-მა აღსაზრდელად მიაბარა თავის ერთგულ თავად გიორგი წულუკიძეს. ალექსანდრე ბატონიშვილი გადაიბირეს მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადებმა. მონაწილეობდა 1778 წლის თავადთა შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო სოლომონ I-ის გადაყენება და ალექსანდრე ბატონიშვილის გამეფება. შეთქმულება მარცხით დამთავრდა. მეფემ შეთქმულები დასაჯა. ალექსანდრე ბატონიშვილი კი გაეყარა შეთქმულების მონაწილე გიორგი აბაშიძის ქალს და წულუკიძის ქალი შეირთო. ადრე ალექსანდრეს უკანონოდ ჰყავდა მიტოვებული ერეკლე II-ის ძის გიორგის ასული. უკანონო ქორწინების გამო ეკლესიამ შეაჩვენა ალექსანდრე ბატონიშვილი და აკრძალა მისი პატივით დაკრძალვა. ჰყავდა უკანონო შვილი გიორგი(გიორგი ბატონიშვილი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.100
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |