შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ქისტაური![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით ფინანსები და კრედიტები 1991 წელს; ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნე 1994 წელს. გავლილი აქვს სწავლებები და სტაჟირებები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, კანადის, ავსტრიის სასწავლო დაწესებულებებში და საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებში. 1990 წელს მუშაობდა თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილების რიგით ეკონომისტად; 1991-1992წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფულის მიმოქცევის სამმართველოს ფასიანი ქაღალდების განყოფილების უფროსად; 1992-1994წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველოს უფროსის მოადგილედ და უფროსად; 1994-1999წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების სამმართველოს უფროსად; 1999-2000წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური გამოკვლევების და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს უფროსად; 2000-2001წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ და უფროსად; 2002-2003წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის უფროსად; 2001-2002წწ. და 2003-2004წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარედ; 2004 წლიდან არის შპს "ბიზნესის მართვის ბიუროს" დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. 1995 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების და საბანკო საქმის კათედრაზე დოცენტად, მოწვეულ პროფესორად, ასოცირებულ პროფესორად; 2009-2014წწ. შვი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოწვეულ პროფესორად და სრულ პროფესორად; 2014 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი, ფინანსების და საბანკო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი. არის ეკონომიკის, მაკროეკონომიკული და მონეტარული პოლიტიკის, საფინანსო და საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო ბიუჯეტის, საბანკო საკითხების თაობაზე 50-მდე წიგნის, სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |