Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგლა აგულაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბადიაური, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს. 1990-1994წწ. საგარეჯოს რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1994-1997წწ. საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; 1997-1999წწ. საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის უფროსის მოადგილე; 1999-2001წწ. კახეთის საოლქო პროკურორი; 2001-2002წწ. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი; 2002-2003წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზირებისა და ფონდების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი. 2012-2015წწ. საქართველოს პარლმენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2015-2017წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. მიღებული აქვს სპეციალური წოდებები: მესამე კლასის იურისტი (1991); მეორე კლასის იურისტი (1994); პირველი კლასის იურისტი (ვადამდე, 1995); იუსტიციის უმცროსი მრჩეველი (ვადამდე, 1998); იუსტიციის მრჩეველი (ვადამდე, 1999). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.59; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.53 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |