The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დაჩი უჯარმელი

დაბადების თარიღი:5??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის მეფე VI საუკუნის დამდეგს, ვახტანგ I გორგასლის ძე; იზრდებოდა უჯარმაში და ცნობილია უჯარმელის ზედწოდებით; ჯუანშერის ცნობით, დაჩიმ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და მამის ანდერძის თანახმად სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა, მცხეთა დარჩა საკათალიკოსო ცენტრად; მის დროს თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამწმიდის ეკლესია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.342


გააზიარე: