The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პაატა ტაბაღუა

პაატა ტაბაღუა
Date of birth:21 May, 1961  (62 years)
Category:Sailor, Actor/Actress, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.    

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (გურამ ჟვანიას შემოქმედებითი სახელოსნო) 1983 წელს. 

1983 წელს ტელეფილმების სტუდიაში გადაიღო სადიპლომო ფილმი "ლელოს შემობრუნება" (ლერი სიხარულიძესა და ირაკლი მახარაძესთან ერთად); 1984-1990წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელერადიოკომიტეტის პროგრამების მთავარი დირექციის რეჟისორად; 1990-2006წწ. იყო კომპანია "ქართული ტელეფილმის" კინორეჟისორი; 1986-1999წწ. შემოქმედებითი მივლინებებით კაპიტნის მეორე თანაშემწის რანგში საზღვაო კინოექსპედიციებში ახლდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის არაერთი გემის ეკიპაჟს. როგორც მსახიობი გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: "გელა" (1971), "ლახტი" (1972), "ბავშვები" (1976), მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ათეული ფილმის დუბლირება-გახმოვანებაში, მათ შორისაა ანიმაციური ფილმი "კომბლე" (კომბლე, 1979); არის მრავალი ტელეგადაცემისა და დოკუმენტური ფილმის ავტორი, რეჟისორი და სცენარისტი: "პაილოტი" (1980), "ვის უცდიან თოვლიანი მთები" (1982), "ლელოს შემობრუნება" (1984), "საქართველოს მატიანე" (1986), "მოქანდაკე მერაბიშვილები" (1988), "ერთი რეისის ქრონიკა" (1989), "არის ასეთი ქვეყანა" (1991),  "ვინ არის დამნაშავე?!" (1993), "საქართველოს სანაოსნო-ცისფერი გზებით" (1995), "მისიით საქართველოში" (2007), "კაპიტანი გულებიდან ანუ "ანრი" სრული სვლით" (2014), დოკუმენტური ფილმი "ფრაგმენტები კაპიტნის ცხოვრებიდან" (2016), "კაპიტანი ლევანი-სრული სვლით" (2018), "ბალადა კაპიტანზე" (2019), "უფლის რწმენით და შეწევნით" (2019), "მისი ცხოვრების გზა - ბიჭიკო ვარშანიძე" (2020), "კაპიტან თენგიზის ზღვა და ნაპირი" (2021). მიღებული აქვს ჯილდოები: სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი (ქ. რიგა, 1985), ვერცხლის მედალი და ლაურეატის წოდება დოკუმენტური ფილმისთვის "ლელოს შემობრუნება"; საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიღებული აქვს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციისა (2013) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (2014) ჯილდოები.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; кино-театр.ру: kino-teatr.ru

Member of Organizations

  • საქართველოს კინოაკადემია (ყოფილი საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი), წევრი (1997-)

Share: