The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1958  (66 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, თეოლოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1984 წელს; თბილისის სასულიერო აკადემია 1993 წელს. 

1992-1995წწ. ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი; 1992-1997წწ. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი; 1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე; 1995-1997წწ. "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" (ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი; 1995-2000წწ. საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი; 1995-2012წწ. კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორი; 1998-2012წწ. "შერიგების რესურსების" (ლონდონი) ქართულ-აფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან და "შლაინინგის პროცესის" ქართული მხარის კოორდინატორი; 2000-2001წწ. ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას; 2000-2004 წლებში "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 2002-2006წწ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2009-2012წწ. ხელმძღვანელობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC); 2012წ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2012-2016წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.163; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.113

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის იფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები", წევრი (2012-2012)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: