The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი
Date of birth:21 August, 1978  (45 years)
Category:Diplomat, Public official

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1999 წელს; ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში(უნგრეთი) მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი 2000 წელს; აკადემიური მკვლევარი ფრიბურგის უნივერსიტეტში(შვეიცარია) 2011 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი 2006 წლიდან.

1996-1998წწ. გაეროს ახალგაზრდული ორგანიზაციის საქართველოს განყოფილების(UNOY) პროექტების ასისტენტი; 1998 წელს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწე; 1998-1999წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი, მთავარი სპეციალისტი; 2002-2004წწ. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრი(ICCN), პროგრამის მენეჯერი და უფროსი ანალიტიკოსი; 2000-2001წწ. რედაქტორის თანაშემწე ელექტრონულ ჟურნალ Transition Online-ში; 2001 წელს მიწვეული მკვლევარი-თანაშემწე უმცირესობების საკითხთა ევროპულ ცენტრში(ECMI), ფლენსბურგი, გერმანია; 2002 წელს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და თავდაცვის სამმართველოს მკვლევარი-თანაშემწე, ბრიუსელი, ბელგია; 2001-2002წწ. ჰამბურგის უნივერსიტეტის(გერმანია) ეუთოს კვლევის ცენტრის(CORE), მკვლევარი; 2004-2006წწ. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; 2007-2009წწ. ევროპის სტაბილურობის ინიციატივის(ESI) ანალიტიკოსი საქართველოში; 2002-2010წწ. ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდის კონსულტანტი საქართველოში; 2008 წლიდან ილიას უნივერსიტეტის ლექტორი; 2012 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე; 2006-2012წწ. ლიბერალური აკადემია თბილისის(LAT) დირექტორი; 2012 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში; 2016 წლის აგვისტოდან მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში; 2017-2020წწ. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში; 2020 წლის 15 ივნისიდან საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.182


Share: