Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლადო ალექსი-მესხიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის ერთ-ერთ კერძო პანსიონში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავის ქალთა სასწავლებელში. აქ სამ წელიწადს იმსახურა, პარალელურად მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1881 წელს შევიდა თბილისის ქართულ დრამატულ დასში. 1887–1890 წლებში კი რუსულ სცენაზე გამოდიოდა. 1890–1896 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის, 1897–1906 წლებში კი ქუთაისის დრამატულ დასებს. 1905 წელს ლადო ალექსი-მესხიშვილი მხარს უჭერდა სახალხო ბრძოლას, თვითონაც იბრძოდა ბარიკადებზე, მიტინგებზე რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა. ტირანიისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა მისი დადგმებიც: (ვ. მონტის "გაიუს გრაკქუსი" და გ. ჰაუპტმანის "ფეიქრები", რომლებშიც ალექსი-მესხიშვილი თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს. 1906-1910 და 1915-1920 წლებში ლადო ალექსი-მესხიშვილი რუსულ სცენაზე მოღვაწეობდა(1907 წლიდან მოსკოვის სამხატვრო თეატრში). 1910–1914 წლებში იგი სათავეში ედგა თბილისის, 1914–1915 წლებში კი ქუთაისის თეატრებს. მისი მნისვნელოვანი როლებია: ლევან ხიმშიაშვილი(გ. ერისთავის "სამშობლო"), გაიოზ ფარავა(ვ. გუნიას "და-ძმა"), სულეიმანი(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ჰამლეტი(უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ურიელ აკოსტა(კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), კეისარი(უ. შექსპირის "იულიუს კეისარი"), ფრანც და კარლ მოორები(ფ. შილერის "ყაჩაღები"), რუი ბლაზი(ვ. ჰიუგოს "რუი ბლაზი") რასპლუევი(ა. სუხოვო-კობილინის "კრეჩინსკის ქორწინება"), გოროდნიჩი (ნ. გოგოლის "რევიზორი") და სხვ. დადგმული აქვს 100-ზე მეტი პიესა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მან ქართული სცენისათვის არაერთი დრამატული ნაწარმოები თარგმნა. 1916–1918 წლებში რუსეთში ყოფნის დროს გადაიღეს კინოფილმებში "მამები და შვილები", "შურისძიების ღმერთი" და სხვ. 1940 წელს ვლადიმერ(ლადო) ალექსი-მესხიშვილის სახელი მიენიჭა ქუთაისის დრამატულ თეატრს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.103 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |