შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი დგებუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა. დაამთავრა მოსკოვის ფოლადის ინსტიტუტი 1954 წელს. 1954-1957წწ. მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1957 წლიდან ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიის ინსტიტუტში; 1973 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ელექტროთერმიის ლაბორატორიის გამგე; მისი ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები ეხება დახურული ელექტრული მადანაღმდგენი ღუმლების კონსტრუქციებს; 1980-1984წწ. მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული დახურული ღუმლის ახალი გეომეტრიული პარამეტრები დაინერგა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა მძლავრ ელექტროღუმელში, აგრეთვე შეტანილ იქნა ინდოეთის ერთ–ერთი მეტალურგიული საწარმოს ორი ღუმლის პროექტი; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა და წარმოებაში დაინერგა საწარმოო ნარჩენებისაგან ფოლადის ეფექტური განმჟანგველის(ფეროსილიკოალუმინი) მიღების ტექნოლოგია ალუმინთერმული პროცესით; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების; მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებატა კანდიდატი (1968). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.343; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.61 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |