შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ალექსი-მესხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1914 წელს მოსკოვში ერთდროულად დაამთავრა პედაგოგიური და დრამატული კურსები. ხშირად გამოდიოდა მამასთან ერთად ვოდევილებსა და ფარსებში. მოღვაწეობდა რუსეთში(1914-1920, 1922-1925), კიევში(1920-1922) და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში(1926-1928). შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ქისტი ქალი(გ. რობაქიძის "ლამარა", 1926), კარმენსიტა(კ. ლიპსკეროვის "კარმენსიტა", 1927), ქსენია(ბ. ლავრენიოვის "რღვევა", 1928), დედოფალი ანა(ვ. სკრიბის "ჭიქა წყალი", 1941), დონა რაფაელი(ვ. სარდუს "ფლანდრია", 1942) და სხვ. 1928–1932 წლებში თბილისის ფილარმონიის ესტრადის მსახიობი იყო, ხოლო 1941–1946 წლებში კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე გამოდიოდა. მეორე მსოფლიო ომის წლებში მონაწილეობას იღებდა ფრონტებზე და ჰოსპიტლებში, აგრეთვე დონბასელი, ჭიათურელი და ტყიბულელი მეშახტეებისათვის გამართულ კონცერტებში. დრამისა და ესტრადის მსახიობი. ვლადიმერ(ლადო) ალექსი–მესხიშვილის ქალიშვილი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.104 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |