შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან დგებუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია 1916 წელს; სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1918-1921წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი; საქართველო–სომხეთის ომის(1918), 1921 წლის თებერვალში კოჯორ–ტაბახმელასთან რუსული მე–11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული ბრძოლების, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის(1921) შემდეგ 1921-1924წწ. ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე; 1922-1924წწ. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის რწმუნებული; 1921-1924წწ. საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე; 1924 წლის აგვისტოში მონაწილეობდა საერთო–ეროვნული აჯანყების მომზადებაში; 1924 წლის სექტემბერში დააპატიმრეს და დახვრიტეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.343 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |