Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ დგებუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია 1918 წელს; სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ისტორიის განხრით 1920 წლიდან. 1918-1921წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი; საქართველო–სომხეთის ომის (1918), წითელ ხიდთან საბჭოთა ჯარისა (1920) და 1921 წლის თებერვალში კოჯორ–ტაბახმელასთან რუსული მე–11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული ბრძოლების, ამასთანავე ბათუმის ომის (1921, მარტი) აქტიური მონაწილე; 1922-1924წწ. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის რწმუნებული; საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი; 1921-1924წწ. საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე; 1924 წლის აგვისტოში აქტიურად მონაწილეობდა საერთო–ეროვნული აჯანყების მომზადებაში; 1924 წლის სექტემბერში აჯანყების ჩახშობის შემდეგ დახვრიტეს ძმასთან ლ. დგებუაძესთან ერთად თბილისში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.343 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |