The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი

ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:21 ივნისი, 1978  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1939 წელს. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1941–1944). მუშაობდა "საქსახმშენპროექტში" (1958–1960), "საქსოფლმშენსახპროექტში" (1960–1963). 1963–1968 წლებში იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი. 1968 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა არქიტექტურულ სახელოსნოს. 1955 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ძირითადი ნამუშევრებია: სანატორიუმი "იმერეთი" (ქ. წყალტუბო, არქიტექტორ ლ. ჯანელიძესთან ერთად, 1948-1957), სააგარაკო სახლები წყნეთში(1956-1962), სპორტის სასახლე თბილისში (არქიტექტორ ი. კასრაძესთან და ინჟინერ დ. ქაჯაიასთან ერთად, 1961), რესტორანი "იორი" თბილისის ზღვა, 1962), დასასვენებელი სახლი(ბიჭვინთა, 962), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი(არქიტექტორ გ. გაბაშვილთან ერთად),  მეტროპოლიტენის ქვედა სადგური "ლენინის მოედანი" (ახლანდელი "თავისუფლების ")(ორივე თბილისში– 1967) თბილისის ჭადრაკისა და ალპური კლუბის შენობა(არქიტექტორი გ. ღუდუშაურთან ერთად), ცენტრალური ტელეგრაფის შენობა(თ. მიქაშავიძესთან ერთად, 1978), გამარჯვების მემორიალი ვაკის პარკში (1960–1970) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. შალვა ალექსი–მესხიშვილის შვილი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.104

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - სსრკ სახელმწიფო პრემია, გამარჯვების მემორიალი ვაკის პარკში (ავტორთა ჯგუფთან ერთად)
  • 1983 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, ცენტრალური ტელეგრაფის შენობა
  • 1974 - საქართველოს კომკავშირის პრემია
  • 1969 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, მეტროპოლიტენის ქვედა სადგური "ლენინის მოედანი"(ახლანდელი "თავისუფლების მოედანი")
  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: