Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1965 წელს. 1965–1967 წლებში იყო სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიის განყოფილების ექიმი. 1968–1980 წლებში მუშაობდა მოსკოვში ა. ბაკულევის სახელობის გულის ქირურგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1981 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ჩვილ ბავშვთა გულის ქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგე. ვლადიმერ ალექსი–მესხიშვილმა შეისწავლა გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიის, ოპერაციის შემდგომი ინტენსიური თერაპიის, გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკისა და პათოფიზიოლოგიის, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის პათოფიზიოლოგიის საკითხები და სხვ. 1989 წლიდან მუშაობს გერმანიაში. თავდაპირველად, როგორც მიწვეული პროფესორი, 1990 წლის 1 თებერვლიდან კი დასავლეთ ბერლინში არსებული გერმანიის გულის ქირურგიის ცენტრის დირექტორის რ. პეტცერის თხოვნით იგი სათავეში ჩაუდგა ბავშვთა თანდაყოლილი მანკების ქირურგიის პროგრამის ჩამოყალიბებას, შემდეგ ცენტრის დირექტორის მოადგილე გახდა. ჩატარებული აქვს 4 000–ზე მეტი ოპერაცია, გამოქვეყნებული აქვს 200–ზე მეტი ნაშრომი საბჭოთა, ევროპულ და შეერთებული შტატების სამეცნიერო ჟურნალებში. მის გვერდით დახელოვნდნენ ექიმები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ხშირად უკითხავდა ლექციებს სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტებს. მათ შორის საქართველოში, სადაც ყოველწლიურად ჩამოდიოდა შვებულებით, ჩამოქონდა სამედიცინო ტექნიკა, მონიტორები. 2010 წლის 7 ივლისს მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება ბავშვთა კარდიოქირურგიის პრობლემებზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა რამდენიმე ათეული ძვირადღირებული წიგნი, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებსა და რეზიდენტებს მიიღონ ინფორმაცია კარდიოქირურგიის თანამედროვე მიღწევების შესახებ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1989), კარდიოქირურგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.103; საინფორმაციო სააგენტო "სივაისი": cyc.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |