The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ აბდალაძე

ოთარ აბდალაძე
Date of birth:19??
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს; ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის) სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კომაროვის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს.

1988-1990წწ. მაღალმთის მცენარეთა ეკოლოგიის დარგში გაიარა სტაჟირება ინსბრუკის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში; 1984-2011წწ. ნ. კეცხოველის თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტი; 2002–2011წწ. ამავე ინსტიტუტის "მაღალმთის მცენარეულობის ეკოლოგიის" განყოფილების გამგე; 2005–2006წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2009 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის თანადირექტორი და "მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამის" ხელმძღვანელია; 2011 წლიდან ეკოლოგიის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 58 სამეცნიერო პუბლიკაცია. სამეცნიერო ინტერესის სფეროა: მცენარეთა ფუნქციური ეკოლოგია (CO2-გაზთა ცვლა, ტემპერატურისა და სინათლის რეჟიმები, წყლის ბალანსი), მაღალმთის მცენარეულ თანასაზოგადოებათა სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაცია, მცენარეთა ადაპტაციური სტრატეგიები სტრეს-დომინანტურ გარემოში, კლიმატის გლობალური ცვლილების ეკოლოგიური პერსპექტივები, მაღალმთის მცენარეულობა როგორც გლობალური ცვლილებების ბიოინდიკატორი, მცენარეთაშორისი ურთიერთობები ეკოლოგიურ გრადიენტზე, მცენარეთა და მცენარეულ თანასაზოგადოებათა მრავალფეროვნება, ეკოლოგიური განათლების საკითხები და ა.შ. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის სუბალპური სარტყლის მცენარეთა CO2-გაზთა ცვლა", დაიცვა 1985 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მაღალმთის მცენარეთა CO2-გაზთა ცვლა", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: tsu.ge; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

Member of Organizations

  • GLORIA-ს (Global Observation Research Initiative in Alpine Environments) კონსორციუმი, წევრი (2001-)
  • GMBA-ს (Global Mountain Biodiversity Assessment), წევრი (2005-)
  • საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "Applied Ecology and Environmental Research", რედკოლეგიის წევრი (2014-)

Share: