The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მზია ბაქრაძე

მზია ბაქრაძე
Date of birth:1929
Date of death:20 January, 2022  (at 93 years)
Category:Scientist, Translator, Explorer, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1953 წელს; თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ასპირანტურა 1958 წელს.

1948 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ მესამე კურსიდან შეიცვალა პროფესია და უცხო ენების ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტი გახდა. 1955-1970წწ. შეთავსებით მუშაობდა რეფერენტად საქართველოს უცხო ქვეყნების მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოებაში და საფრანგეთის დელეგაციებთან; 1961–1962წწ. თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურაში სპეციალიზაციის მიზნით გაიგზავნა სტაჟირებაზე პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში უცხო ენების ინსტიტუტის მიერ; 1972-1973წწ. მოსკოვის უნივერსიტეტისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დოქტორანტი; 1958-1974წწ. თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ლექტორი; 1974-1976წწ. ფრანგული ენის ფაკულტეტის დეკანი; 1976-1986წწ. ამავე ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე; 1986-1987წწ. ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1988-1996წწ. ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის კათედრაზე. 2006-2009წწ. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის სრული პროფესორი რომანისტიკის განხრით; 2009 წელს მიენიჭა უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდება. მზია ბაქრაძის სამეცნიერო მოღვაწეობა უკავშირდება ფრანგულ ლიტერატურასა და ფილოსოფიას. იკვლევდა ფრანგული "ახალი რომანის" თეორიულ საფუძვლებს და ეგზისტენციალიზმის პრობლემებს XX საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში. 

დისერტაციის თემა - "ჟან პოლ სარტრის მსოფლმხედველობის ევოლუცია მისი ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.gegeowomen.wordpress.comfacebook.com

Awards and Honors

  • საფრანგეთის აკადემიური პალმების ორდენის ოფიცერი

Share: