შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1953 წელს; თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ასპირანტურა 1958 წელს. 1948 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ მესამე კურსიდან შეიცვალა პროფესია და უცხო ენების ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტი გახდა. 1955-1970წწ. შეთავსებით მუშაობდა რეფერენტად საქართველოს უცხო ქვეყნების მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოებაში და საფრანგეთის დელეგაციებთან; 1961–1962წწ. თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურაში სპეციალიზაციის მიზნით გაიგზავნა სტაჟირებაზე პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში უცხო ენების ინსტიტუტის მიერ; 1972-1973წწ. მოსკოვის უნივერსიტეტისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დოქტორანტი; 1958-1974წწ. თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ლექტორი; 1974-1976წწ. ფრანგული ენის ფაკულტეტის დეკანი; 1976-1986წწ. ამავე ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე; 1986-1987წწ. ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1988-1996წწ. ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის კათედრაზე. 2006-2009წწ. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის სრული პროფესორი რომანისტიკის განხრით; 2009 წელს მიენიჭა უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდება. მზია ბაქრაძის სამეცნიერო მოღვაწეობა უკავშირდება ფრანგულ ლიტერატურასა და ფილოსოფიას. იკვლევდა ფრანგული "ახალი რომანის" თეორიულ საფუძვლებს და ეგზისტენციალიზმის პრობლემებს XX საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში. დისერტაციის თემა - "ჟან პოლ სარტრის მსოფლმხედველობის ევოლუცია მისი ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით", დაიცვა 1964 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; geowomen.wordpress.com; facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |