The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ბერიკელაშვილი

გივი ბერიკელაშვილი
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კარდენახი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1970 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის გამოთვლითი მათემატიკის ასპირანტურა 1974 წელს.

1974-1986წწ. - თბილისის ა. რაზმაზის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1990წწ. - ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1997წწ. - თავისუფალ ფერმერთა აგრარულ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი) ლექტორი; 1989-1993წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი; 1992-1994, 2000-2001წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2004-2005წწ. - თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი; 2006-2007წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ძირითადი სამეცნიერო ინტერესები: რიცხვითი მეთოდების მათემატიკური ანალიზი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), ასოცირებული პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.14; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • American Mathematical Society, წევრი (2014-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: