The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ალექსიშვილი

ოთარ ალექსიშვილი
Date of birth:30 March, 1914
Date of death:6 September, 1974  (at 60 years)
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1934 წელს.

1934–1940 წლებში მუშაობდა რეჟისორ–სტაჟიორად ვ. მეიერხოლდის, შემდეგ კი მ. გორკის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრში. 1940 წელს საქართველოში დაბრუნდა და მუშაობდა გორის, ხაშურის, ქუთაისის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრებში რეჟისორად. 1965–1968 წლებში იყო ჭიათურის, 1968 წლიდან გორის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1972 წლიდან კი საქართველოს ტელევიზიის რეჟისორი. დადგმული აქვს სპექტაკლები: გ. ხუხაშვილის "ცხოვრება კაცისა", გ. მდივნის "ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ", ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი", პ. კაკაბაძის "ცხოვრების ჯარა", ა. ოსტროვსკის "უმზითვო", ბ. ლავრენიოვის "რღვევა", გ. სუნდუკიანის "პეპო" და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.105

Awards and Honors

  • 1970 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • მედალი "მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ."

Share: