The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მედეა ამირანაშვილი

მედეა ამირანაშვილი
Date of birth:10 September, 1930
Date of death:2 December, 2023  (at 93 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1954 წელს.

1954 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს "ფაუსტი"), რის შემდეგაც ამ თეატრის წამყვანი სოლისტია, ფლობს ძლიერ, ლამაზი ტემბრის ხმას(ლირიული სოპრანო), ასრულებს სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი, მარიხი(ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ლელა(რ. ლაღიძის "ლელა"), ტატიანა(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ზემფირა (რახმანინოვის "ალეკო"), ბატერფლაი, მიმი(პუჩინის "ჩიო–ჩიო–სანი", "ბოჰემა"), ლეონორა, ვიოლეტა(ვერდის "ტრუბადური", "ტრავიატა"), ელზა(ვაგნერის "ლოენგრინი"); ფილმებში "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ჭრიჭინა" ახმოვანებს ეთერს, მაროს და ჭრიჭინას; მისთვის დამახასიათებელია ფართო ვოკალურ-არტისტული დიაპაზონი, შინაგანი ექსპრესია და შემოქმედებითი დისციპლინა; 1981 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1991 წლიდან ქ. ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია; გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში; მისმა შემოქმედებამ ფართო აღიარება მოიპოვა."მადამ ბატერფლაის" საერთაშორისო კონკურსი (ოსაკა) გამარჯვებული (1970).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 15; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.37

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1971 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1962 - გლინკას სახელობის კონკურსი (მოსკოვი)

Share: