შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ბერეკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი ბიოკიბერნეტიკის სპეციალობით 1972 წელს; საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1980 წელს. 1983 წელს გაიარა ამავე ინსტიტუტთან არსებული სინქრონული თარგმნის კურსები. 1972-1984წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1991წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნებათშორისი ურთიერთობების კვლევის ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1994წწ. საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტი, განყოფილების გამგე; 1991-2006წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-2006წწ. საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი, უფროსი მასწავლებელი; 1991-2006წწ. სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2008წწ. საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოქალაქეებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, განყოფილების გამგე; 1996-2005წწ. მოწვეული პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 2003-2008წწ. მოწვეული პროფესორი ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე; 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: კულტურის ფილოსოფია, კულტუროლოგია, სოციალური და პოლიტიკური ფილოსოფია, სოციოლოგია და ა. შ., ჟურნალ "სემიოტიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილე. წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: faculty.iliauni.edu.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: www.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |